კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს შესახებ შეკითხვა დაუსვა.
უილსონი დაინტერესდა, რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით.
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანია ეროვნული ინტერესები.
„დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს, კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ საკითხი განიხილება'' – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.