აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს 

12 ივნისი 2025, 22:22 147 ნახვა

აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. პუფები მიიტანეს და კარვები გაშალეს.

ისინი მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

კარვის გაშლისას პოლიციამ დემონსტრანტებისთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა, მომიტინგეებმა კარვის გაშლა მაინც მოახერხეს.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან მას შემდეგ გადმოინაცვლეს, რაც 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში