ზაფხულის კონცერტების სერია გრძელდება. დღეს საზაფხულო თეატრში ხალხური და ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართება.
მსმენელის წინაშე პროექტის ფარგლებში ბათუმის კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ვაჟთა და ვოკალური ანსამბლები წარსდგებიან.
კონცერტი დღეს 21 საათზე საზაფხულო თეატრშია ჩანიშნული.