მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს შეხვდა

21 ივნისი 2025, 12:40 68 ნახვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრთან, ნარეკ მკრტჩიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სოციალური დაცვის სისტემების განვითარების მნიშვნელობას და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

მიხეილ სარჯველაძე ერევანში სოციალური სამართლიანობის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. ვიზიტი რეგიონში სოციალური სამართლიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობას ემსახურება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში