„მუსიკალური ბათუმი 2025“ – ანსამბლ “მართვეს” კონცერტი

23 ივნისი 2025, 10:15 91 ნახვა

„მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი გაიმართა. ანსამბლი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით და საინტერესო ნომრებით წარდგა.

საღამო ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის - ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

პროექტი „მუსიკალური ბათუმი 2025“ აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამაა, მისი მიზანია წელიწადის ოთხივე სეზონი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით დაიტვირთოს,   განვითარდეს კულტურული ტურიზმი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი