ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენა ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ბათუმს“ დაეთმო. კონცერტი საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
ამჯერად ანსამბლი მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა - 18 ნომრით. მაყურებელმა იხილა სამი ახალი, საავტორო ცეკვა, რომელიც ტრადიციულ ფოლკლორულ მოტივების გათვალისწინებით შეიქმნა.
ასევე შესრულდა ცეკვა ქართული, ხორუმი, ფარიკაობა და აჭარული.