ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ.
კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP – ის წევრია.
აღსანიშნავია, რომ TAV Airports-ის მხრიდან წინადადების წარმოდგენას წინ უძღოდა შეხვედრა ADP – ის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებთან პარიზის ბოლო საავიაციო გამოფენის ფარგლებში, სადაც პირველად დაფიქსირდა საავიაციო ჰოლდინგის მხრიდან თბილისისა და ბათუმის მოქმედ აეროპორტებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ინტერესი.