2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო

15 დეკემბერი 2025, 11:55 106 ნახვა

2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა, 782.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამურად იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა, გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს და ასევე რეკორდულ ოდენობას 6,618.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

„იმპორტი 2025 წლის ნოემბერში 1.4%-ით შემცირდა და 1,455.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში კი 9.3%-ით გაიზარდა და 16,598.1 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,237.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9%-ით მეტია. იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 9.5%-ით გაიზარდა 23,216.2 მილიონ აშშ. დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 %-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1%-ით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი