გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
მინისტრმა სომეხ კოლეგას განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.ასევე, საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკების განხორციელებას, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გამყარებას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით კოლაბორაციის ხელშეწყობას.