ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

15 ივლისი 2025, 11:45 145 ნახვა

დღეს ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. „საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ  საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს. კალასის თქმით, ახალგაზრდა მომიტინგეებისთვის  არაპროპორციული სასჯელების გამო სანქციების პაკეტში ორი მოსამართლე მოხვდა. ერთერთი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია,  შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი