ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

15 ივლისი 2025, 15:04 114 ნახვა

საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე,  ბრიუსელში. „საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და  შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს. „საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს“- განაცხადა კაია კალასმა მინისტერილია დაწყებამდე.  

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი