სულხან თამაზაშვილი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩს დაესწრო

20 ივლისი 2025, 13:01 332 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩს დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპორტის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ტურნირისთვის ბათუმის ბულვარში 1300 მაყურებელზე გათვლილი ახალი არენა აშენდა, რომელიც სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო სტანდარტებს.

ევროპის მასშტაბის მნიშვნელოვანი სპორტული ტურნირის მასპინძლობა ხელს შეუწყობს სპორტის სფეროს განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი