ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში. მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერთან, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ურთიერთობების გაღრმავებას ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში.
ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის ძალისხმევაზე ე.წ. შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით.