ჰეპატიტის მსოფლიო დღე

28 ივლისი 2025, 19:57 124 ნახვა

28  ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით მედიცინის წარმომადგენლებმა  C ჰეპატიტის ელიმინაციის  და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.   სპეციალისტებმა ინფორმაცია გაცვალეს ჰეპატიტის გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენასა და  ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებაზე.

სამუშაო შეხვედრა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შედგა. როგორც აღინიშნა ელიმინაციის პროგრამის წარმატების დიდი წილი სწორედ თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს  ამოქმედდა და მასში 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, განკურნების მაჩვენებელია 98.5%.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში