შეხვედრა შინმოვლის პროგრამის ფარგლებში

18 აგვისტო 2025, 14:15 108 ნახვა

როგორ მიმდინარეობს შინმოვლის პროგრამა? პროცესს ჯანდაცვის მინისტრი იმერეთში გაეცნო, სადაც უშუალოდ პროგრამის ექიმებისგან და სოციალურ მუშაკებისგან მოისმინა ინფორმაციები. განიხილეს შედეგები და პროგრამის განვითარების შესაძლებლობები.

შინმოვლის პროგრამა მიზნად ისახავს მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და  ყოველდღიურ საქმიანობაში მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობას.

მომსახურებას მრავალდარგობრივი გუნდი უზრუნველყოფს, რომელშიც ექიმი, ექთანი, მომვლელი და სოციალური მუშაკი არის ჩართული.

ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური და საყოფაცხოვრებო დახმარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში