ბათუმის საზაფხულო თეატრში კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით დისნეის მუსიკა შესრულდა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო მელოდიები ყველასთვის ნაცნობი ფილმებიდან.
ღონისძიება საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით, კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველო“-ს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტის ფარგლებში კონცერტზე მიწვეულნი იყვნენ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, შშმ პირები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ბავშვები.