საქსტატი: უმუშევრობის დონე გაიზარდა

19 აგვისტო 2025, 14:09 113 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,6 პროცენტით გაიზარდა და 14,3 პროცენტი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 0.5%, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა შემცირდა 6.5%.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.

2025 წლის II კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, უმუშევრობის  დონე დაახლოებით 2 პროცენტითაა გაზრდილი,  ხოლო სოფლად შემცირებულია 1.5 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში