საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO სერტიფიკატი მიენიჭა, რომელიც ცენტრმა საერთაშორისო ავსტრიული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად მიიღო.
სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ ცენტრში, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.