ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. წელს ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები.
ხვალიდან ფესტივალი ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გადმოინაცვლებს, სადაც მსმენელს - არტისტები, მსოფლიო კინოს ლეგენდის ენიო მორიკონეს მუსიკალურ სამყაროში ამოგზაურებენ.
ფესტივალი მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს აფხაზეთში დაარსა.
"ღამის სერენადები" 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში მოეწყობა ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები.