შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან

22 აგვისტო 2025, 11:15 100 ნახვა

უმცროსი ექიმების სერტიფიცირების საკითხი და დეფიციტური პროფესიების შევსება. შეხვედრა ამ საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრმა ჩხობაძის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალთან გამართა.

ცნობილია, რომ უმცროს ექიმს, წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, შესაბამისი სტაჟი, უნდა წარადგინოს შესრულებული სამუშაოს დეტალური ანგარიში. პროფესიული განვითარების საბჭო ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული კანდიდატის საკითხს და მიიღებს გამოცდაზე მისი დაშვების გადაწყვეტილებას.

ცვლილების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარეს და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობენ, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე, საშუალება აქვთ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი