ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები'“ გრძელდება. ფესტივალის ბათუმური ნაწილი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გუშინ გაიხსნა. მუსიკოსები მსმენელის წინაშე საინტერესო პროგრამით წარსდგნენ - შესრულდა კომპოზიტორის – ენიო მორიკონეს მუსიკა, რომელიც მან ცნობილი კინოფილმებისთვის შექმნა.
ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ფესტივალს ბათუმი კიდევ ორ დღეს – 24 და 26 აგვისტოს უმასპინძლებს.
„ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტი თბილისში გაიმართება.
„ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ დააარსა და მის სახელს ატარებს.