“ლურჯი ცეკვა“ - ასე ჰქვია გამოფენას, რომელმაც სხვადასხვა ქალაქიდან 10 ხელოვანი გააერთიანა.
გამოფენა სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში ხვალ დღის ბოლომდე გაგრძელდება, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მხატვრებისა და მოქანდაკის შემოქმედებას გაეცნოს. პარალელურად იმართება მასტერკლასები.
სამომავლოდ ხელოვანები აპირებენ მსგავსი გამოფენები სხვა ქალაქებშიც გამართონ.