კორონავირუსის გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობს ინფექციონისტი ივანე ჩხაიძე, რომელიც განმარტავს, რომ გავრცელებულია ომიკრონის ერთ-ერთი ქვევარიანტი, რომელსაც არ ახასიათებს დამძიმება, ძირითადად იწვევს რესპირაციული სისტემის მცირე დაზიანებას.
მედიკოსი განსაკუთრებულ ყურადღებას მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს ურჩევს.
მისივე ინფორმაციით გარდა ამისა, პარალელურად გავრცელებულია ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მეტაპნევნოვირუსიც.