ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამა

03 სექტემბერი 2025, 15:01 147 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პოლინეიროპათიებისა და გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის სამკურნალო ხარჯების დაფინანსება დაიწყო. დიაგნოზები იწვევს პაციენტთა შრომისუნარიანობის დაკარგვას და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე გაფართოვდა სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების დაფინანსების სპექტრი, როგორიცაა წითელი მგლურა, სკლეროდერმია. უწყება ასევე აფინანსებს გაფანტული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის მკურნალობას.

წელს აღნიშნული სერვისებით 400-მდე პაციენტი სარგებლობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში