მიხეილ სარჯველაძე რომში გლობალურ სამედიცინო სამიტში მონაწილეობს

06 სექტემბერი 2025, 11:58 112 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომში, გლობალურ სამედიცინო სამიტში მონაწილეობს.  ყოველწლიური ღონისძიების მიზანი არსებული მიღწევებისა და ინოვაციების გაცნობაა. სამიტში, 80-მდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ფლებოლოგთა ასოციაციების წევრები, ექიმები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები მონაწილეობენ.  სამიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, სესიაზე, სიტყვით გამოვიდა, სადაც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისებისა თუ მედიკამენტების ხელმისაწვდომობას  ისახავს მიზნად.  გამოსვლისას  სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი