კონსტანცას სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში, ანშლაგით ჩაიარა საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილმა გალა კონცერტმა.
„რიტმები საზღვრებს გარეშე“ - შემოქმედებითი საღამო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანის“ ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ჯგუფისა და კონსტანცას ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა.
ერთობლივი შემოქმედებითი საღამო მიზნად ისახავს დამეგობრებულ ქალაქებს - ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის განმტკიცებას, ეროვნული თვითმყოფადი ფოლკლორის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის გაცნობას.