აჭარის კულტურის მინისტრი აიპების და სიპების ხელმძღვანელებს შეხვდა

10 სექტემბერი 2025, 20:01 261 ნახვა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, მოადგილეებთან ერთად, უწყებაში შემავალი სსიპ და  ააიპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და მათ დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების უფროსებს შეხვდა. მიზანი არსებული გამოწვევების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვაა.

შეხვედრაზე ყურადღება შემოქმედებით პროცესებში ახალგაზრდების მეტ ჩართულობასა და სახელოვნებო დარგების განვითარებაზე გამახვილდა.

მინისტრმა პრობლემები და იდეები მოისმინა ,რომლებიც ძირითადად კადრების პროფესიულ განვითარებასა და სხვადასხვა გზით მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, მეტი საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზებას, ინსტრუმენტების დამატებას, ასევე ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხება.

მინისტრმა იდეის დონეზე გააჟღერა ასევე ახალი მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცის აშენება.     

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი