გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

13 სექტემბერი 2025, 13:00 121 ნახვა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებმა, კვლევის ფარგლებში, მყინვარულ ხეობებს ვერტმფრენით შემოფრენა, საველე-ექსპედიციური გზით მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი, დრონების მეშვეობით გადაღება და გადაღებული მასალის საოფისე სივრცეში ანალიზი/დამუშავება განახორციელეს.

"თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპედიციის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი არეალები დადგინდება.

 

აღსანიშნავია, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე, კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მზარდია სტიქიური მოვლენების განვითარების რისკი, რის გამოც გარემოს ეროვნული სააგენტო გეოდინამიკური პროცესებისადმი მიდრეკილი ხეობების მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი