​ოპერის ოქროს ხმა – მეორე საერთაშორისო ვოკალის აკადემიის კვირეული

19 სექტემბერი 2025, 14:05 150 ნახვა

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია“ - „ოპერის ოქროს ხმა“ - II საერთაშორისო ვოკალის აკადემიის კვირეული ბათუმში დაიწყო.

ღონისძიებასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია ფესტივალის დამფუძნებელმა  თამარ ივერმა მოწვეულ ცნობილ საოპერო მომღერლებთან ერთად გამართა.

პროექტის მიზანი  ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაა. ფესტივალი ქართველ  დამწყებ მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად  ხმა მიაწვდინონ  მსოფლიოს წამყვან   კულტურულ-საოპერო კერებს, დახვეწონ ვოკალური მონაცემები და შეხვდნენ ცნობილ უცხოელ მუსიკოსებს. 

დაგეგმილია მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის გაიმართება მასტერკლასები. 

სპეციალური მოწვევით ბათუმში იმყოფებიან ცნობილი საოპერო მომღერლები მარჩელო ალვარესი, ვალენტინ პეიჩინოვი და მეთიუ აბელი. მასტერკლასების პარალელურად  26-27 სექტემბერს  ჩატარდება  ახალგაზრდა  მომღერლების შერჩევის მიზნით სწავლება, რომელსაც   მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების არტისტთა აგენტები ეწვევიან.

ფესტივალის ფარგლებში  26 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში დაიდგემა  პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“. ფესტივალი საზეიმოდ 28 სექტემბერს დაიხურება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი