ქვათაცვენა საავტომობილო გზაზე

26 ოქტომბერი 2017, 00:00 2874 ნახვა

სოფელ ვაშლოვანის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო გზაზე მიმოსვლა შეფერხებული იყო. გაწმენდითი სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების  დეპარტამენტმა შეასრულა.

უწყების წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ტერიტორია საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ პროცესი განმეორდება და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია. აღნიშნული გზით ოთხი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი