ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა

28 ივლისი 2023, 10:08 501 ნახვა

ჩხოროწყუში,  საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ხიდის მეორე მხარეს იმ მონაკვეთისკენ მიდიოდა, სადაც ასფალტს აგებენ.

დაღუპული კაცი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი იყო.

ადგილობრივების თქმით, საავტომობილო ხიდი მხოლოდ 10 ტონის სიმძიმეს უძლებს, სამშენებლო კომპანიის სატვირთოები კი დადგენილზე მეტი ტვირთით მოძრაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი