„საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“-თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ქვეყნის განვითარების პროცესში ენერგეტიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საფუძველია, რომელიც როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს.
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.
