დღეს გოდერძი ჩოხელის სახელობის რიგით მე-9 ლიტერატურული კონკურსის — „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სამკაციანმა ჟიურიმ ლიტერატურული მინიატურის ჟანრში სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება პერფორმანსით გაიხსნა. ორგანიზატორების თქმით, კონკურსი წლებია ხელს უწყობს ჟანრის განვითარებას და ახალი ავტორების აღმოჩენას.
კონკურის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.
