9 აპრილის ტრაგედიას საქართველოში მოქმედი საელჩოები ეხმიანებიან

09 აპრილი 2025, 10:29 185 ნახვა

საქართველოში საფრანგეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და მამაკაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა".

აქვე აღნიშნულია, რომ "საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში", - წერია განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა საქართველოში ისრაელის საელჩომაც. 

"9 აპრილს ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და თავდადებას, ეს დღე არის დასტური თქვენი გამძლეობის, თავისუფლებისა და ეროვნული ღირსებისადმი ურყევი ერთგულების.

ისრაელის ხალხი ღრმად ვაფასებთ ამ ღირებულებებს, და მათდამი სწრაფვისას გაღებულ მსხვერპლს. თავისუფლება და სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ ეროვნული მისწრაფებები, ისინი უნივერსალური იდეალებია, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს და განსაზღვრავს ჩვენი მომავლის ხედვას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას, პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის – საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს“, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

 
მათი თავდადება ჩვენთვის უნდა იყოს მოტივაცია იმისათვის, რომ მუდამ დავიცვათ თავისუფლება და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, - ამის შესახებ საქართველოსი გერმანიის საელჩო 9 აპრილს დაღუპულთა შესახებ წერს.
 
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა.
 
მემორიალთან  იყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. რობინ დანიგანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. რობინ დანიგანს ადგილზე მყოფი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ. 9 აპრილის მემორიალი  ყვავილებით შეამკეს პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა. 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი