9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე, როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს.