რამდენიმე წუთში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა განახლდება. სხდომაზე განსახილველი საკითხებია: როინ შავაძის მკვლელობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე. საგამოძიებო კომისიას ამ საქმეებზე ინფორმაციას მიაწვდიან როინ შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე, ასევე, სხდომაზე დაბარებული არიან: დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი, ნოდარ მუსერიძე. "ქართულ ოცნებაში" საგამოძიებო კომისიის მუშაობას მნიშვნელოვანს უწოდებენ, რადგანაც მათი თქმით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები, ოპოზიცია კი კომისიის მუშაობას არალეგიტიმურს უწოდებს და გამოკითხვის პროცესებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.