რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბა. ინფორმაციას ნიკოლაევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
დაბომბვას ნიკოლაევში ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
დრონებით თავდასხმის სამიზნეა ქალაქი დნიპროც. დაშავდა 15 ადამიანი. მედიის მონაცემებით, ჰოსპიტალიზებულია 8. აფეთქებების გამო, დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები.