საქველმოქმედო კონცერტი გაბრიელ ჩანტლაძის დასახმარებლად

11 აპრილი 2025, 14:03 683 ნახვა

13 აპრილს, 16:00 საათზე, ქობულეთის კულტურის სახლში  საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელიც 5 წლის გაბრიელ ჩანტლაძის სიცოცხლის გადარჩენას ეხება.

საქველმოქმედო ღონისძიებაში ბათუმისა და ქობულეთის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. 5-წლის გაბრიელ ჩანტლაძეს, სასუნთქი მილის შევიწროება, სტენოზი აქვს, რის გამოც ბავშვი ტრაქეოსტომის მილის დახმარებით სუნთქვას.

ბავშვი დაიბადა გულის მანკის მძიმე ფორმით და თანდაყოლილი ანომალიებით. ჩაუტარდა ჯამში 22 ქირურგიული ოპერაცია.

ამჟამად ოჯახს 60 ათასი ევრო სჭირდება, რათა ბავშვს გერმანიაში კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი