სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განცხადებით, დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს.
სააგენტოს უფროსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, შემოწმებული იქნება, კერძოდ “ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული”.
ასევე განმარტავს, რომ ბაზრიდან სრულად არის ამოღებული ”სოფლის ნობათის” ის პარტია, რომელშიც აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა.