აქცია იმართება ბარცხანის დასახლებაში. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა რკინიგზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და სატვირთო მატარებლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მე -17 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ხაზზე მოქალაქეები უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი ჯებირების და გადასასვლელი ნაგებობების განთავსებას ითხოვენ.
ჰყვებიან, რომ სარკინიგზო ხაზზე უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას, რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეები დახმარების თხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ და კომპეტენტურ პირთან შეხვედრას ითხოვენ.