შვეიცარიულ ავიაკომპანია Edelweiss-თან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან მაღალრეიტინგული გამოცემების, ონლაინ მედია პლატფორმებისა და დოკუმენტური ფილმების წარმომადგენლებს, ასევე ბლოგერებს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
შვეიცარიული მედიის 10-მდე წარმომადგენელი თბილისში, უფლისციხესა და მცხეთაში იმყოფებოდა. ჟურნალისტები და ბლოგერები კახეთს ეწვევიან, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, სპეციალურად სტუმრებისთვის ღვინის მასტერკლასები და ქართული კერძების დეგუსტაცია გაიმართება.
შვეიცარიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ავიაკომპანიის „Edelweiss“-ის ახალი პირდაპირი ავიარეისის, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, ბუნების, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს, პოსტებს, სთორებსა და რილსებს მოამზადებენ. კამპანიის მიზანია შვეიცარიიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია შვეიცარიის ტურისტულ ბაზარზე.