აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მუფთს შეხვდა

15 აპრილი 2025, 12:01 346 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მუფთს შეხვდა. ამის შესახებ სულხან თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

"დღეს მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დასავლეთ საქართველოს მუფთთან, ბატონ ადამ შანთაძესთან. 

მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. საუკუნეების მანძილზე ერთად ვიბრძვით ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის.

აჭარაში, ჩვენს რეგიონში, ქრისტიან და მუსლიმ ძმებს თანაცხოვრების განსაკუთრებული ისტორია გვაკავშირებს. ეს არის ის ურთიერთობა და ძმობა, რომელსაც ვუფრთხილდებოდით და მომავალშიც გავუფრთხილდებით",  - აღნიშნავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი