ბიბლიოთეკების კონკურსი სკოლებში

15 აპრილი 2025, 14:46 424 ნახვა

ოცი  გამარჯვებული პროექტი  გამოვლინდა  სასკოლო ბიბლიოთეკების კონკურსში.  პროგრამის ფარგლებში   სკოლების ბიბლიოთეკები ქართველი და მსოფლიო  კლასიკოსების,საბავშვო  ,საყმაწვილო და შემეცნებითი ხასიათის   ლიტერატურით უნდა შეივსოს.  კონკურსს აჭარის განათლებისა  და   სპორტის სამინისტრო    სამი წელია   ატარებს,   აპლიკანტებს  სამინისტროში შექმნილი  კომისია არჩევს.გამარჯვებულებს შორის არიან როგორც ბათუმის ,ასევე  სკოლები  აჭარის  ყველა მუნიციპალიტეტიდან . პროგრამის მიზანი  წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და  სასკოლო ბიბლიოთეკების ხელშეწყობაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი