ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.