თემურ ქათამაძე რელიგიური ქორწინებისთვის სასამართლოსგან რამდენიმე საათით გათავისუფლებას ითხოვს

16 აპრილი 2025, 16:02 261 ნახვა

თემურ ქათამაძე სასამართლოსგან რელიგიური ქორწინებისთვის რამდენიმე საათით გათავისუფლებას ითხოვს. ამბობს, რომ ამ რიტუალის ცენტრში ჩატარების საშუალება მას მიგრაციის დეპარტამენტმა არ მისცა.

"5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.

სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის", -  წერს ქათამაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი