სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ილჰამ ალიევიც ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს გამორჩეული მეგობრობა აკავშირებთ, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
"წინასწარვე დავაანონსეთ, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო ჩვენს რეგიონში. მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა აზერბაიჯანში. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან, დღეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და დავასრულეთ მილი-მეჯლისში, ქალბატონ გაფაროვასთან შეხვედრით. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ალბათ თვალშისაცემია, ძალიან მაღალ დონეზეა
შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკის, სავაჭრო, ენერგეტიკულ, კულტურის საკითხებში თანამშრომლობაზე. პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც სუფევს დღეს მსოფლიოში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სწორედ ეს ყველაფერი გამოხატული იყო ჩემი შეხვედრების ფარგლებში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი თბილი, ნაყოფიერი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან.
ვისაუბრეთ რეგიონზე და სომხეთთან დაკავშირებითაც. ვიმედოვნებთ, გრძელვადიან პროცესშიც ყველა დავრწმუნდებით, რომ ჩვენი რეგიონისთვის აუცილებელია გრძელვადიანი სტაბილური, მშვიდობიანი გარემო. ამაში გულწრფელი ვარ. ილჰამ ალიევთან როცა საუბარი მქონდა, ზუსტად იგივენაირად ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოსაჩენი, სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი ურთიერთობა, განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა."- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.