17 აპრილს 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

16 აპრილი 2025, 16:21 182 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, საგზაო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 17 აპრილის 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გვირაბის სენაკის-თბილისის მიმართულებაზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი