ძნელია, არ გაიხსენო, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები - პაპუაშვილი

16 აპრილი 2025, 17:41 171 ნახვა

ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ომი ომი არ იყო, ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო, ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო…“, - წერს შალვა პაპუაშვილი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი