საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში საერთაშორისო კონგრესში MCE Congressმიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკონვენციო ბიურომ, Central and Easter Europe-ის ღონისძიებაზე, საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა. კონგრესის ფარგლებში, შეხვედრები შედგა დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი დანიშნულების მართვის ორგანიზაციების, სასტუმროების, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიუროების, ტურიზმის საბჭოების, ავიაკომპანიებისა და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით.
საერთაშორისო კონგრესზე 80-მეტი კომპანია იყო წარმომადგენელი. MCE Congress-ს 250-ზე მეტი საქმიანი ტურიზმის წარმომადგენელი ესწრებოდა.