თბილისში, კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დავით დოიაშვილს, რომელიც გუშინ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
აქციის მონაწილეების თქმით, გადაწყვეტილება უსამართლოა და ახალი თეატრის დასი არ აღიარებს მინისტრის ამ განკარგულებას.
კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყვეტი დაფინანსებისა და "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს არ ასრულებს.